თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
საქართველო - მშვიდობის ზონა
 საქართველო - მშვიდობის ზონა

რომან აფაქიძე

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მშვიდობის დღე აღნიშნა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთაველის მეტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გამართა.

მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასალმბლეის გადაწყვეტილებით (36/37 რეზოლუცია) 1981 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. მშვიდობის საერთაშორისო დღედ 21 სექტემბერი 2001 წლიდან გამოცხადდა და ამ დღეს 24 საათის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ჩერდება ცეცხლი და ძალადობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა 21 სექტემბერს ძალიან მნიშვნელოვანი დღე უწოდა. მისი განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო. „გვინდოდა საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო ამ თარიღისთვის. ამისათვის ე.წ. წებოვანი ქაღალდები (სტიკერები) დავამზადეთ, რომლებიც ქუჩაში გავაკარით და ყველა შემხვედრი შენობა „მშვიდობის ზონად“ გამოვაცხადეთ. ამ აქციით გვინდა გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ საქართველოში სამშვიდობო მოძრაობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ისეთი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, რომელიც ჯერ კიდევ იშუშებს შარშანდელი სამხედრო დაპირისპირების შედეგად მიყენებულ იარებს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ დღეს ქართველებმა კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ აფხაზებსა და ოსებს და მთელ მსოფლიოს, რომ ომი და ძალადობა პრობლემებს არ აგვარებს, პირიქით კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს ისიც, რომ საზოგადოებაში ძალიან მაღალია „ახალი ომის“ მოლოდინიც, რაც ამ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. სწორედ ამიტომ აქციის მონაწილეებმა წებოვანი ქაღალდები ქალაქის მრავალ შენობას გააკრეს, რათა სიმბოლურად გამოეხატათ მთელი საქართველოს „მშვიდობის ზონად“ ქცევის სურვილი.

აქციის ფარგლებში მსახიობმა ნიკოლოზ ლუტიძემ დადგა პერფორმანსი, რომლის მიზანი იყო საზოგადოებისთვის ინფორმაციით, ომითა და სიკვდილით დაავადებული ადამიანის (საზოგადოების) სახის ჩვენება. მსახიობი განასახიერებდა შიშს, უიმედობას, დაჭიმულ სხეულს და სწრაფვას განთავისუფლებისკენ.

„სამკუთხედი რომელშიც პერფორმანსი განხორციელდა არის მშენებარე მდგომარეობაში და დაუსრულებელი. მას ჯერ საზღვრებიც კი არა აქვს. სამკუთხედი დგას გზაჯვარედინზე. პერფორმანსს დასრულებული სახე არ ჰქონდა და სპონტანურობაზე იყო აგებული - ამით მივანიშნე ომის საშინელების დაუსრულებლობაზე. ამ პერფორმანსით მინდოდა გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება ომისადმი. ვასახიერებდი მუმიას, რომელიც დამძიმებულია სხვადასხვა გაზეთებით ანუ ინფორმაციით და ეს საშუალებას არ მაძლევს ვიმოძრაო ბუნებრივად, აღვიქვა სივრცე ისეთად როგორიც არის, მქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან მარტივად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მცდელობა გამეშვა საპნის ბუშტები ოცნების რეალიზების სურვილთან ასოცირდება, თუმცა ომისა და ინფორმაციის ეს გარსი ადამიანს არ აძლევს ოცნებების განხირციელების საშუალებას“ - ასე აფასებს საკუთარ პერფორმანსს მსახიობი ნიკოლოზ ლუტიძე.
ფოტორეპორტაჟი

22 სექ. '09

2 მარ. '10

...უკან