თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
7 ნოე. '11

ჩვენ დღეს ერთმანეთის გარეშე ვცხოვრობთ.
ჩვენი წარსული ის ტრაგიკული ომია, რომელმაც ორი
ხალხის დაშორება გამოიწვია. დრო გადის, ტკივილი რჩება,
ჭრილობები კვლავ ღიაა, კითხვები ისევ უპასუხო, მომავალი
კი ბუნდოვანი.
ეს მომავალი არ შეიცვლება, თუ არ დავფიქრდებით იმაზე,
თუ რა მოხდა და არ მოვძებნით გზებს ერთმანეთისაკენ.
ჩვენთვის, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისთვის,
ნათელია, რომ შეცდომების აღიარების გარეშე პრობლემები
არ გვარდება. ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია.
ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი.
ქართულ-აფხაზური გაზეთი #1, სრული PDF ვერსია
დაწვრილებით


18 მარ. '11

სალომე აჩბა

კვიპროსში აფხაზი, ოსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ქართულმა მედიამ ძირითადად ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, გოგი თოფაძის ინტერვიუებით გააშუქა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სხვა ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, ამ შეხვედრაზე არაფერი თქვან. Humanrights.ge-სთან საუბრისას გოგი თოფაძე ვერ ხსნის, რატომ გადაწყვიტეს მისმა კოლეგებმა, არ ისაუბრონ კვიპროსულ შეხვედრაზე.
დაწვრილებით


7 სექ. '10



კობა ბენდელიანი, „ინტერპრესნიუსი“


აფხაზეთში მიღებულ შთაბეჭდილებებზე „ინტერპრესნიუსი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ზურაბ შენგელიას ესაუბრა, რომელიც აფხაზი პარტნიორების მიწვევით აფხაზეთში იმყოფებოდა და თბილისში ახლახან დაბრუნდა.
 
დაწვრილებით


29 ივლ. '10


  
არჩევანი საქართველოსთვის: ქართული შოვინიზმი თუ აფხაზეთი?

უჩა ნანუაშვილი, კამპანია „ბოდიშის“ ინიციატორი,
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი
 

„კამპანია „ბოდიში“ 2007 წლის მარტში დაიწყო. ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება.
კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობის ფორმები. კამპანია „ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.
„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს  შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.
როდესაც წყალში კენჭს ჩააგდებ, წრე თავისით იკვრება. ვფიქრობთ, ერთი ასეთი კენჭის  როლს „ბოდიშის კამპანიაც“ შეასრულებს“.
 
დაწვრილებით


29 ივლ. '10


 
რას ნიშნავს დავიბრუნებთ აფხაზეთს? დავიბრუნოთ ტერიტორია თუ ხალხი?

და საერთოდ რას ნიშნავს, კარგად გაპიარებული ლოზუნგი – „დავიბრუნებთ აფხაზეთს“? დავიბრუნებთ აფხაზეთის მიწას, თუ აფხაზ ხალხს, მათთან ურთიერთობებს? ღირს თუ არა საერთოდ სისხლისა და სიკვდილის ქვეყანაში დაბრუნება? რა უნდა ქართულ საზოგადოებას? რევანში თუ ნორმალური ურთიერთობა აფხაზ ხალხთან?
 
დაწვრილებით


29 ივლ. '10


 
 
1558 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს აჭარაში. მათ შორის 800 _ ბათუმში,  645  _ ხელვაჩაურის რაიონში. ეს სტატისტიკის დეპარტამენტიდან მოწოდებული 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემია.
 
დაწვრილებით


5 ივლ. '10


ინგა თაკალანძე, ოტობაია

გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში აფხაზები უმცირესობაში არიან. თუმცა, მათ თუ ჰკითხავთ, ისინი აქ არ გრძნობენ არანაირ განსხვავებულ დამოკიდებულებას მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო. ისინი სხვა გლეხების მსგავსად ცხოვრობენ და საერთო გასაჭირს იზიარებენ. საჭიროების შემთხვევაში, თანასოფლელებს მხარშიც უდგანან.
 
დაწვრილებით


30 ივნ. '10



  22-24 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისიდან საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ინფორმაციას აგროვებს. ვიზიტის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის მიღება ამ დანაშაულებთან დაკავშიებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების შესახებ.  
დაწვრილებით


17 ივნ. '10



ინგა თაკალანძე, ოტობაია



  ოტობაია - ეს არის სოფელი გალის რაიონში, სადაც ეთნიკური ქართველებისთვის ცხოვრება რთულია, მაგრამ სოფლიდან აბარგებას ბევრი ოჯახი არ ჩქარობს. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ოტობაია ზუგდიდთან შედარებით ბევრად უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ბევრმა ზუგდიდელმა (და არაზუგდიდელმაც) ომის დღეებში თავი ოტობაიას შეაფარა. დღეს ამ სოფელამდე მისასვლელი უსაფრთხო გზა არ არსებობს, მაგრამ  ოტობაიაში სიცოცხლე მაინც გრძელდება. სოფლის პრობლემებზე, აფხაზებისა და ქართველების დღევანდელ ურთიერთობებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ოტობაიას პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ლარისა ხუფენია ესაუბრება.  
დაწვრილებით


24 მაი. '10



ინგა თაკალანძე, ოტობაია


ელა რატია გალის რაიონის ქართული სოფლის - ოტობაიას პირველი საშუალო სკოლის დირექტორია. ეს თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა ეთნიკურად ქართველი ადამიანისათვის, რომელსაც ცხოვრება და საქმიანობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უხდება. აქ თითოეულ სიტყვას და ნაბიჯს აწონ-დაწონვა სჭირდება, რადგან ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ მოუგვარებელია, რუსული ოკუპაცია კი ორივე ხალხს თანაბრად ეხება.
 
დაწვრილებით


[1] 2 3 4 5