თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
19 მაი. '10

 
 
ჟურნალისტური გამოძიება
 
თეა თოფურია

ბოლო წლებში ეთნიკურად ოსი პირების გაუჩინარების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა (ხათუნა ჩარაევა, ლავრენტი კაზიევი, იბრაგიმ ლალიევი, ვლადიმერ ელოევი). ახლობლებმა დაკარგულები, საბოლოოდ, ქართულ ციხეებში იპოვეს. მოგვიანებით სამართალდამცავებმა პატიმრები გაათავისუფლეს და ცხინვალის მხარეს გადასცეს. მათი საქმეების შესწავლის შედეგად, ჩნდება ეჭვი, რომ ქართული პოლიცია საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე  მცხოვრებ  ოსებს აპატიმრებს, მათი შპიონაჟში ჩართვის ან ტყვეებში გადაცვლის მიზნით.
 
დაწვრილებით


14 მაი. '10


 

 
ინტერნეტ გამოცემა MAIN  JUSTICE  აქვეყნებს სკანდალურ სტატიას სათაურით -„შეცვლილი საბრალდებო აქტი ფარდას ხდის FCPA შეთქმულებას“. სტატია ეხება აშშ-ში მიმდინარე გამოძიებას იარაღით ვაჭრობის პროცესში აღმოჩენილ კორუფციის ფაქტებზე. MAIN  JUSTICE იტყობინება, რომ ამ საქმეში საქართველოს მაღალჩინოსნებიც არიან გარეულები. თუმცა, მათი ვინაობა სტატიაში არ სახელდება. humanrights.ge-ს ვარაუდით, ეს საქმე შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი თემა ყოფილიყო რამდენიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტად მყოფი FBI-ის შეფისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე. შესაძლოა, ამავე თემას უკავშირდებოდეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მაღალჩინოსანის გელა ბერძენიშვილის დაკავებაც. გთავაზობთ სტატიის თარგმანს სრული სახით.
 
დაწვრილებით


1 აპრ. '10


ია ანთაძე, რადიო „თავისუფლება“
„როცა სიბნელე ირგვლივ სრულია, 
ნიშნავს, რომ ღამის დასასრულია“ 
კოტე ყუბანეიშვილი

ვიცი, რომ უკვე ყველას მობეზრდა 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ რეპორტაჟზე საუბარი. ამ რეპორტაჟიდან მხოლოდ სიტყვა „მოდელირებული“ შემოგვრჩა, რომელიც აქტიურად იმკვიდრებს თავს თბილისელების ლექსიკონში, მაგალითად, ასეთ კონტექსტში: „შენ ცოტა მოდელირებული ხომ არა ხარ?!“
დაწვრილებით


31 მარ. '10


მარი ოთარაშვილი

„ხათუნა ჩარაევას რეალურად რომ ჰქონოდა ჩადენილი ის დანაშაული, რისთვისაც დაიჭირეს, მას არც გაუშვებდნენ“, – ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ ეთნიკურად ოსი მოქალაქის ტყუილუბრალოდ დაპატიმრება პრიმიტიული და სამარცხვინო ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია.

დაწვრილებით


31 მარ. '10


ჯეფრი სილვერმენი

2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომს ჩვენ უფრო ფართო მასშტაბიანი თამაშისკენ მივყავართ. ყოველთვის ვეჭვობდი, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლამდე და  მერეც წარმოადგენდა უკანონო საქმიანობების ცენტრს და სატრანზიტო კორიდორს მისი მდებარეობიდან და ტოპოგრაფიიდან გამომდინარე. ტყიანი მთები და შავი ზღვა საქართველოს იარაღის უკანანონო ბიზნესისათვის ხელსაყრელ ქვეყნად აქცევს. მსგავსი უკანონო და ბნელი საქმიანობებისათვის ასევე საუკეთესო გარემოს წარმოადგენს კონფლიქტური ტერიტორიები, როგორიცაა საქართველო და მისი დაკარგული რეგიონები.
 
დაწვრილებით


23 მარ. '10


ემი ფერის-როტმანი,  REUTERS

 მუსულმანური დიასპორა ითხოვს, სოჭის ოლიმპიადა-2014 გაუქმდეს ან სხვაგან ჩატარდეს, თუკი რუსეთი ბოდიშს არ მოიხდის მათი წინაპრების მრავალრიცხოვანი მკვლელობებისთვის, რაც მე-19 საუკუნეში სწორედ იმ ადგილებში მოხდა, სადაც ზამთრის თამაშები უნდა გაიმართოს.
 
დაწვრილებით


12 მარ. '10

 

თაკო ხუციშვილი 

„დღეს ბევრი გამოდის ლოზუნგით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა მნიშვნელოვანი. არადა, უმთავრესი მაინც ადამიანური მთლიანობის, ადამიანური ურთიერთობების აღდგენაა. ჩვენ კვადრატული მეტრებით დაბრუნებული აფხაზეთი კი არ გვჭირდება, არამედ პირველ რიგში, ადამიანმა ადამიანი უნდა დაიბრუნოს. სამწუხაროდ პოლიტიკოსები ადამიანის ფაქტორს  ვერ ხედავენ. ხედავენ მხოლოდ დიდ პოლიტიკას და რაღაც სქემებს“, - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბრისას სოხუმელი მწერალი, გურამ ოდიშარია.
 
დაწვრილებით


2 მარ. '10

 
ალეკო ცქიტიშვილი, რედაქტორის აზრი

 
„ადექი, ბიჭო, მალხაზი, კარზე მოგვადგა აფხაზი!“ 

ხუმრობა არ გეგონოთ!

ეს ბრიყვული სიტყვები ქართველი ჯარისკაცებისთვის დაწერილი სიმღერების რეპერტუარიდანაა. სიმართლე გითხრათ, ეს სიმღერა მე პირადად არ მომისმენია. რამდენიმე წლის წინ მეგობარმა მითხრა, ასე მღერიან ჩვენი ჯარისკაცები მარშირებისასო. კარგა ხანს მეც ხუმრობა მეგონა და არ მჯეროდა ეს ამბავი, ვიდრე „თავდაცვის სამინისტროს“ ტელეარხ „საქართველოზე“ ერთ-ერთ სარეკლამო კლიპში ფაშიზმის მამამთავრის, ადოლფ ჰიტლერის ციტატას არ მოვკარი ყური.
 
 
 
დაწვრილებით


12 თებ. '10


ბესო კურტანიძე, „ლიბერალი“

მას შემდეგ, რაც არაბები ტერიტორიის გაყოფის შეთავაზებულ პირობებზე ვერ დაითანხმეს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა  აბა ებანმა თქვა: „არაბები არასოდეს უშვებენ შანსს, რომ  შანსი გაუშვან ხელიდან“. თავდაპირველად პალესტინელებს სადაო მიწის  60 პროცენტს სთავაზობდნენ. ვინაიდან არაბებს „ერთი სტადიონი“ ებრაელებისთვის მიწის 40 პროცენტის გადაცემა ებევრათ, პირობას არ დათანხმდნენ -  აჯანყდნენ, იომეს და 1948 წელს უკვე დამოუკიდებელმა ისრაელმა დამარცხებულებს გაეროს გეგმით სადაო ტერიტორიის 44 პროცენტიღა შესთავაზა, რაზეც მოდავე მხარე ასევე არ დათანხმდა. ისრაელი ნაურუმაც აღიარა. იმავე წელს ისრაელმა არაბული ქვეყნების კოალიცია დაამარცხა და ტერიტორიის 78 პროცენტს დაეუფლა, ხოლო 1967 წლის „ექვსდღიანი ომის" შემდეგ მთელი ტერიტორიის 84 პროცენტს. თავდაპირველად შეთავაზებული 60 პროცენტიდან არაბებს თექვსმეტიღა შემორჩათ.
 
დაწვრილებით


20 იან. '10



ია ანთაძე, რადიო „თავისუფლება“

როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, გაკვეთილების ცხრილში გვქონდა საგანი „სამხედრო“. ამ გაკვეთილიდან მხოლოდ მხიარულება მახსოვს. მასწავლებელი ყოფილი სამხედრო იყო, რომელიც გოგონებს არც გვიცნობდა და არც გვცნობდა. ბიჭებს კი იარაღის დაშლა-აწყობას ასწავლიდა, თანაც, რატომღაც, ეს ამბავი სულ სიცილ–ხარხარის ფონზე მიმდინარეობდა. მასწავლებელი, რომლის არც სახელი მახსოვს, არც გვარი და არც სახე, თვითონ სერიოზული იყო, მაგრამ ჩვენ ვხდებოდით არასერიოზულები იარაღის დანახვაზე. მოკლედ, იმ გაკვეთილების მოგონებას რომ ვცდილობ, ბუნდოვანი, მაგრამ სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება, რადგან თვალწინ მიდგება ჩემი მეგობარი იარაღიანი ბიჭების სიცილისგან ყურებამდე გახსნილი სახეები.
 
დაწვრილებით


1 [2] 3 4 5