თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
10 დეკ. '09


 მარი ოთარაშვილი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის შუამდგომლობით გათავისუფლებული ოსი პატიმრები ცხინვალის მედიასაშუალებებთან გორის „კაპეზეში“ (წინასწარი დაკავების იზოლატორში) გატარებულ მძიმე თვეებს იხსენებენ. მათი გადმოცემით, ქართულმა პოლიციამ ისინი სრულიად უდანაშულოდ  დააპატიმრა. თავად პატიმრობა კი, საარსებო პირობებისა და პოლიციის სასტიკი მოპყრობის გამო, იმდენად გაუსაძლისი იყო, გათავისუფლების კი არა, ცოცხლად გადარჩენის იმედიც აღარ ჰქონდათ.

დაწვრილებით


11 ნოე. '09


ეკა ქევანიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ნოემბერს არ დააკმაყოფილა საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, გაზეთ „რეზონანსისა“ და კონსერვატიული პარტიის სარჩელი, რომლითავ ისინი ითხოვდნენ საქართველოს მთავრობასა და „ინტერ-რაო ეესს“ შორის „ენგურჰესის“ მართვის შესახებ მემორანდუმისთვის მოეხსნათ გრიფი „საიდუმლო“. ამან მოსარჩელეების ეჭვი, რომ, შესაძლოა, მემორანდუმში ქართული მხარისათვის არახელსაყრელი პირობები იყოს ჩადებული, კიდევ უფრო გაამყარა. ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ მოსარჩელეები აპირებენ ევროსასამართლოს მიმართონ.
 
დაწვრილებით


19 ოქტ. '09


გერონტი ყალიჩავა, ზუგდიდი

რუსმა სამხედროებმა 16 ოქტომბერს გალის რაიონის სოფელ თაგილონში მასწავლებლები სასტიკად სცემეს.

ამის შესახებ აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსი სამხედროები შეიჭრნენ სკოლაში და მას შემდეგ, რაც სკოლაში ქართული წიგნები აღმოაჩინეს, პედაგოგებს სასტიკად გაუსწორდნენ.
დაწვრილებით


7 ოქტ. '09


ემრულა უსლუ

 კითხვაზე, შეთანხმდნენ თუ არა მოსკოვი და ანკარა აფხაზეთის და თურქეთის ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის აღიარების საკითხზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „რუსეთი არ დაიწყებს შეთანხმებას ისეთ საკითხზე, რომელიც აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კვირპოსის ცნობას გულისხმობს“ (Zaman, 4 ოქტომბერი)     
დაწვრილებით


2 ოქტ. '09


რომან აფაქიძე

ტალიავინის კომისიის სახელით ცნობილი ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნა, რომელიც 30 სექტემბერს გამოქვეყნდა, საქართველოს ხელისუფლებას ომის დაწყებაში ადანაშაულებს. დასკვნაში რუსეთის პასუხისმგებლობაზეცაა საუბარი და მას ბრალი, კონფლიქტის პროვოცირებაში, არაპროპორციული ძალის გამოყენებაში, მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობაში და ეთნიკური წმენდის განხორციელებაში ედება.
დაწვრილებით


24 სექ. '09


გერონტი ყალიჩავა, ზუგდიდი

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზი და რუსი სამხედროები კვლავ მონაცვლეობით აკონტროლებენ. ენგურს გაღმა განთავსებულ ბლოკ-საგუშაგოზე კონტროლი არც ისე გამკაცრებულია. თუმცა სხვადასხვა პროცედურის გავლა ოკუპირებულ აფხაზეთში მცოვრებ ადგილობრიბვებს, რომლებიც ზუგდიდში გადმოდიან მაინც უწევთ.
დაწვრილებით


24 სექ. '09


ირმა ბერიშვილი

სტატია, რომელსაც ახლა გთავაზობთ უფრო ბლოგია და საავტორო სტატიის ფორმითაა დაწერილი, თუმცა მასში მოყვანილი ფაქტები იმდენად საინტერესოა, რომ უარი არ გვითქვამს მის დაბეჭდვაზე. ირმა ბერიშვილი არ არის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანამშრომელი და სტატიაშიც მისი პირადი დაკვირვებები და დასკვნებია მოცემული.  წერილიდან ნათლად ჩანს, რომ ავტორი მის გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ის ფაქტები, რომელზეც ირმა ბერიშვილი სტატიაში საუბრობს საზოგადოებისთვის დამალული არ უნდა იყოს.ირმა ბერიშვილის სტატიას ვებ-გვერდის რედაქცია ყოველგვარი ცვლილების გარეშე გთავაზობთ
დაწვრილებით


5 მარ. '09


ცირა შელია

ორი დღეა ქართული ტელეარხებით გადმოიცემა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზი სეპარატისტების მიერ სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ირაკლი ბიგვავა თავს ზუგდიდს აფარებს. აფხაზური მხარე კი მის დაბრუნებას ითხოვს და გალის ქართულ მოსახლეობას აწიოკებს. უფრო მეტიც, 50-მდე ოჯახი სოფელ ოტობაიადან გამოაძევეს კიდეც.
დაწვრილებით


12 იან. '09


 ინტერვიუ
 
თბილისი.12.01.09.მედიანიუსი.
 

ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტი ნიკო ორველაშვილი, „ენგურჰესის“ 10-წლიანი მართვის უფლებით რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთვის“ გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მემორანდუმს კი, რომელიც საქართველოსა და ამ კომპანიას შორის 2008 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა, სრულ იდიოტიზმს და ბრიყვულ ნაბიჯად აფასებს. ამ საკითხზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“  ნიკო ორველაშვილს ესაუბრა.
დაწვრილებით


7 აგვ. '08


საკითხავია, რამდენად იჩენს ქართული საზოგადოება საკმარის ყურადღებას და პატივისცემას აფხაზი ერის მიმართ? ვართ თუ არა ჩვვენ გულწრფელნი, როდესაც ვამბობთ, ვიცხოვროთ აფხაზებთან ერთად, როცა ელემენტარულ ურთიერთგაგებაზე წასვლა გვიჭირს. თუ ჩვენთვის აფხაზი ჩრდილოეთიდან მოსული სტუმარია, რომელიც ,,ჩვენს წმინდა მიწაზე ცხოვრობს და მადლობელნი უნდა იყვნენ, რომ საერთოდ ცოცხლები არიან და ჩვენს ჰაერს სუნთქავენ“. და რომ აფხაზურ ენაზე ბიბლიის თარგმნა ბევრისთვის თურმე დაუშვებელია. იქნებ როგორმე გავარკვიოთ ვინ გადაწვა სოხუმში აფხაზეთის სახელმწიფო არქივი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი? ვაღიაროთ, რა გავაკეთეთ აფხაზური ენის, აფხაზური კულტურის გადასარჩენად. რამდენი ლარი დავხარჯეთ ამისთვის? რა გავაკეთეთ კონფლიქტის მოსაგვარებლად? რაზე მეტყველებს ის, რომ თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი მილიარდ ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი მილიონია, კონფლიქტების მოგვარების დარგში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კი 610 ათასი ლარი? რას ვაკეთებთ, რომ აფხაზეთი იყოს აფხაზური და აფხაზური ენა განვითარდეს?
დაწვრილებით


1 2 [3] 4 5