თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
7 აგვ. '08


საბა წიწიკაშვილი, გორი   
 
 
ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი მამუკა ყურაშვილი მზადაა სეპარატისტებს ,,შეაკვდეს". მართალია, ქართველების გენერალი სიტყვებს საქმით ადასტურებს, რადგან ოსებისგან ნასროლ 82 მმ ნაღმტყორცნებს 100 მმ ნაღმტყორცნების სროლით პასუხობს, მაგრამ მთლიანობაში ეს საქმეს ვერ შველის. საბოლოოდ,
 
მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ საჭიროა ორმხრივი მოლაპარაკება. ქართული და სხვათა შორის, რუსული მხარეც ადასტურებს, რომ დაპირისპირებული მხარეები 7 აგვისტოს მრგვალ მაგიდასთან შეხვდებიან.
 
დაწვრილებით


18 ივნ. '08

 
ნაწილი II
ჯეფრი კეი სილვერმანი
 
რატომ ხდება, რომ ქართული მედია საშუალებები არასოდეს ამოწმებენ ფაქტებს? რატომ ხდება, რომ ქართული არხები ინფორმაციის გავრცელებისას სხვა ტელეარხების ციტირებას ახდენენ და რატომ ხდება, რომ ძირითადად ეს არხებია ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” და ,,რუსთავი 2’’. ეს ორი არხი ძირითადად ერთსა და იმავე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. თითქოს ერთი წყაროდან მიუღიათ ინფორმაციაო. როდესაც მათი კუთვნილ, დაუმონტაჟებელ მასალას -ორიგინალს სთხოვ, გეუბნებიან, რომ მათ ეს მასალა არა აქვთ ყოველ შემთხვევაში ,,რუსთავი 2-ი” ასე მოხდა, როდესაც მათ მიერ გადაღებული ხურჩას ინციდენტის დაუმონტაჟებელი მასალა ვთხოვეთ( ეს მასალა შუადღის კურიერში გავიდა. მასალა მეტად საინტერესო იყო, მაგრამ 9 საათიან კურიერში ყველა საინტერესო და ყურადსაღები კადრი ამოჭრილი იყო) სავარაუდოა, რომ „რუსთავი 2-ს“ არ სურს მასალა დეტალური შესწავლის საგანი გახდეს.
 
დაწვრილებით


18 ივნ. '08

 
ნაწილი I
 ჯეფრი კეი სილვერმენი

საქართველ ოში წინა საარჩევნო პერიოდი არასდროს ყოფილა მოსაწყენი, შესაბამისად არც 2008 წლის 21 მაისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო ამ მხრივ გამონაკლისი. მას თან ახლდა აფეთქებები და დამწვარი ავტობუსები (თუ არ ჩავთვლით ჩვეულ გაყალბებას და ამომრჩევლებზე, კამპანიის მონაწილეებსა და დამკვირვებლებზე პოლიტიკური ზეწოლა).
დაწვრილებით


10 ივნ. '08


ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხურჩაში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოძიების მასალებს ქართველი სამართალდამცველები ამ დრომდე არ აქვეყნებენ. გამოძიების შედეგებზე ჯერჯერობით არც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები საუბრობენ. გაეროს მისია დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობს, დსთ-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობა კი მხოლოდ განცხადებებს აკეთებს. დე ფაქტო მთავრობის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოძიების მასალები უკვე დადო და ინციდენტში აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხა. საზოგადოების წინაშე კი კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. 
 
დაწვრილებით


4 ივნ. '08


დამკვირვებლები: ივარ დალე, ოგე ბორჩგრევინკი; ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი/ადამიანის  უფლებათა ცენტრი
 
2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, რუსმა მშვიდობის მყოფელებმა, დაახლოებით 14:00 საათზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოფელ ხურჩაში, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონის დემილიტარიზებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სროლა ისმოდა. ქართული ტელევიზიების განცხადებით, ავტობუსები, რომლებითაც ქართველი ამომრჩევლები დე-ფაქტო აფხაზური ტერიტორიიდან ხურჩაში ხმის მისაცემად მიყავდათ, ააფეთქეს და ცეცხლი გაუხსნეს.
 
დაწვრილებით


3 ივნ. '08

 
,,ყველაზე მაგრები ვაშინგტონში კი არა, რუსეთში უნდა ისხდნენ“
 
თეა თოფურია, თბილისი
 
ჟურნალ ,,სიტყვის" ინიციატივით, თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა.  აფხაზეთის თემაზე სასაუბროდ მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ასევე დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ,,პირველი რადიო" და რადიო ,,მწვანე ტალღა".
დაწვრილებით


28 მაი. '08


იან კარვერი, ჯონი სიმონიშვილი
 
აფხაზეთის საზღვრიდან ერთი კილომეტრის დაშორებით ახლად დაგებულ რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს ახლახან ააშენეს ფართო ბეტონის პლატფორმა, რომელსაც ადგილობრივები “ტანკების გადმოსასხმელ სადგურს” უწოდებენ. წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ომზე საუბრობენ, მაგრამ ეს ომი სინამდვილეში უკვე დაწყებულია. მას ჯერჯერობით “ სიტყვების ომი” ჰქვია.
დაწვრილებით


28 მაი. '08


 
ვინ და რატომ ააფეთქა მშვიდობიანი ამომრჩეველი
 
ნონა სუვარიანი, ზუგდიდი
 
დაახლოებით დღის ორ საათზე, როდესაც ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლები ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე იყვნენ განაწილებულები, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაბაკევი-ზუგდიდის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ააფეთქეს.
 
დაწვრილებით


8 მაი. '08


ეკა მჭედლიძე, თბილისი

ქართველებს და აფხაზებს რაც დღემდე ისევ აერთიანებთ - ნათესაური კავშირები და შერეული ოჯახებია. ეს არის რესურსი, რომლის გამოყენებაც მხარეებს შორის ნდობის აღდგენისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების ასოციაციას უკვე წლებია  რეზო ბენდელიანი ხელმძღვანელობს.
 
დაწვრილებით


30 აპრ. '08


 
 “Грузия, я люблю тебя” - წერენ აფხაზი ბავშვები

მარიკა შონია, თბილისი

“აფხაზეთი ჩვენი მიწაა და უნდა დავიბრუნოთო, ეს სიტყვები ხშირად გვესმის. სამწუხაროდ, ხალხზე ნაკლებად ვლაპარაკობთ.  სოხუმში რომ ჩავდივარ, ხშირად მეკითხებიან,  აფხაზეთი აფხაზებისგან რომ დაიცალოს, ასეთი აფხაზეთი გინდათო? და მე არ ვიცი რა ვუპასუხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აქაც ვგრძნობ, რომ ჩვენ რეალურად ვერ გავარკვიეთ, რა გვინდა, მიწის დაბრუნება თუ ამ ხალხთან შერიგება”, - აღნიშნავს ქალბატონი ესმა, რომელიც აფხაზეთში გაზრდილი აფხაზური ოჯახის შვილი  და ამჟამად თბილისში მცხოვრები ქართველი შვილების დედაა.
დაწვრილებით


1 2 3 [4] 5