• დამოუკიდებელი მედიის განვითარების ხელშეწყობით;
• გამოხატვის თავისუფლებისათვის შესაბამისი გარემოს შექნის ხელშეწყობით;
• ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ორგანიზაციული განვითარებით;
• ახალი მედიის ხელშეწყობითა და პოპულარიზაციით.
თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა
• დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლით;
• უმცირესობების უფლებების დაცვით;
• გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობით.
გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების ხელშეწყობა
• შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების დოკუმენტირებითა და ანგარიშების მომზადებით;
• ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით;
• რესტიტუციის, რეპარაციის ადვოკატირებით;
• ნდობის აღდგენა შერიგებისა და მშვიდობის აღდგენით;
დემოკრატიული პროცესების გაძლიერება
• სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება ორგანიზაციული განვითარებისა და ქსელური საქმიანობების საშუალებებით;
• სოციალური ჯგუფების სამოქალაქო საქმიანობებში ჩართვის ხელშეწყობით;
• თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, კარგი მმართველობისა და გამჭირვალობის ხელშეწყობით.
საქმიანობები
• საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მონიტორინგი და დოკუმენტირება;
• საქართველოში ადამიანის უფლებების სიტუაციის შესახებ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ანგარიშების რეგულარულად მიწოდება;
• საკანონმდებლო და პოლიციის რეფორმების ლობირება და ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან;
• ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე სასამართლო დავების წარმოება იურიდული დახმარების ცენტრის უფასო მომსახურების გზით.
• საქართველოში ადამიანის უფლებათა სიტუაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ყოველდღიურად განახლებადი ორენოვანი ინტერნეტგამოცემის http://www.humanrights.ge-სა/ და ვიდეოპორტალის http://www.hridc.tv-ის/ საშუალებით.
• ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების ქსელური საქმიანობის საშუალებით.
ახალი ინიციატივები
• უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელი;
• ადამიანის უფლებათა სახლი - თბილისი;
• კამპანია „ბოდიში“;
• შავი ზღვის რეგიონის სამშვიდობო პლატფორმის ინიციატივა (BSPPi);
• მსხვერპლთა აღრიცხვის საერთაშორისო პრაქტიკოსთა ქსელი.
უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელი
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქსელის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში და საერთაშორისო დონეზე.
ქსელი იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას სთავაზობს დევნის ობიექტად ქცეულ ან საშიშროების ქვეშ მყოფ უფლებადამცველებს. ქსელი ახორციელებს სამხრეთკავკასიის ქვეყნებში შექმნილი პოლიტიკური, სამართლებრივი და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის მონიტორინგს, რათა დაადგინოს თუ როგორ ახდენს ეს გარემო გავლენას უფლებადამცველებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე; ასევე ლობირებას უწევს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე ამ გარემოს გაუმჯობესებას.
კამპანია „ბოდიში“: ბოდიში ტყვიების ნაცვლად!
კამპანია „ბოდიში“ დაიწყო 2007 წლის მარტში.
ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება.
კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ურთიერთობის ის ფორმები, რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. კამპანია „ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.
„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.
შექმენი მომვალი დღეს! http://www.apsni.org/
ადამიანის უფლებათა სახლი
2009 წლის ოქტომბერში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი გაწევრიანდა ადამიანის უფლებათა სახლების ქსელში, აღნიშნული ქსელის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მსგავსი გლობალური ქსელის წევრობა საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების ადვოკატირებასა და ლობირებას უფრო მეტ გავლენას მიანიჭებს; ასევე მოხდება სხვა ქვეყნის წევრი არასამთავრობოების ცოდნის, უნარისა და გამოცდილების გაზიარება.
თბილისის სახლი თავის წვლილს შეიტანს საქართველოში ადამიანის უფლებათა პატივისცემის გაზრდაში, ადამიანის უფლებადამცველების საქმიანობის ხელშეწყობაში; ის იქნება საქართველოსა და რეგიონში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების მოკავშირე და ხელშემწყობი.
www.humanrightshouse.org/georgia
შავი ზღვის სამშვიდობო პლატფორმის ინიციატივა
შავი ზღვის სამშვიდობო პლატფორმის შექმნის ინიციატივა პირველად გაჩნდა 2008 წლის ნოემბერში შავი ზღვის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმზე, რომელიც ბუქარესტში (რუმინეთი) გაიმართა. მას შემდეგ მის განვითარებას ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროფესიულად მუშაობენ სამშვიდობო, კონფლიქტების მოგვარებისა და ძალადობის აღკვეთის საკითხებზე შავი ზღვის რეგიონში.
შავი ზღვის სამშვიდობო პლატფორმის მიზანია:
უზრუნველყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, დემოკრატიულად და რეგიონალურად მართული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა უკეთესი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისათვის, რათა გაძლიერდეს კონფლიქტის ტრანსფორმაციის, ძალადობის აღკვეთისა და სამშვიდობო საქმიანობების ეფექტური მექანიზმები როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე.
მსხვერპლის აღმწერთა საერთაშორისო პრაქტიკოსების ქსელი
2009 წელს, ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფთან ერთად ოცმა დამფუძნებელმა წევრმა დაიწყო მსხვერპლის აღმწერთა საერთაშორისო ქსელის შექმნა. მსოფლიოში არსებობს მრავალი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტურ ზონებში მუშაობენ კონფლიქტის ზონაში მსხვერპლის მონაცემების მოგროვებაზე, ჩაწერასა და მაქსიმალურად დამახსოვრებაში. თუმცა, წინასწარი მდგომარეობით თითოეული ორგანიზაცია მოქმედებს ცალკე, გადაწყვეტილებებს იღებს მათი კონკრეტული შემთხვევებისათვის, იმის გაუაზრებლად, რომ მსგავს სამუშაოს ვინმე სხვაც ასრულებს.
აშკარად გამოიკვეთა აუცილებლობა, რომ მსგავს ორგანიზაციებს უნდა შეექმნათ ქსელი და ემუშავათ საერთო პრობლემებსა და მისწრაფებებზე. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამ ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
საერთაშორისო ქსელები
ადამიანის უფლებათა ცენტრი არის შემდეგი საერთაშორისო ქსელების წევრი:
• ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH); http://www.fidh.org/
• წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT - ქსელი SOS -წამება); http://www.omct.org/
• ადამიანის უფლებათა სახლის ქსელი http://www.humanrighshouse.org/
• სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არასამთავრობოთა კოალიცია (CICC); http://www.coalitionfortheicc.org/
• ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე; http://www.hrwf.net/
• მშვიდობის საერთაშორისო ბიურო (IPB); http://www.ipb.org/
• სამოქალაქო მშვიდობის სამსახურების ევროპული ქსელი (EN.CPS); http://www.en-cps.org/
• UNITED for Intercultural Action - ევროპული ქსელი ნაციონალიზმის, რასიზმის, ფაშიზმის წინააღმდეგ და მიგრანტებისა და ლტოლვილების მხარდასაჭერად.
• ბავშვთა უფლებების საინფორმაციო ქსელი (CRIN); http://www.crin.org/
ადამიანის უფლებათა ცენტრი ფინანსურ დახმარებას იღებს შემდეგი დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციებისაგან:
კორდეიდი (ჰოლანდია); ევროსაბჭო, ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ფონდი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), კანადის საელჩო; შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC); ეუთოს მისია საქართველოში; საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და განვითარების თანამშრომლობის გენერალური სამდივნო (YDAS); ფრიდრიხ ებერტის ფონდი; ღია საზოგადოების ინსიტუტი (OSI, ბუდაპეშტი); მსოფლიო ბანკი; ციხის საერთაშორისო რეფორმა; უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი (MRG); შვედური ინსტიტუტი, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) აშშ; ლტოლვილთა ფონდი, Stichting Vluchteling (ჰოლანდია); ევროკომისია; შვეიცარიის საელჩო საქართველოში; ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში; ლიტვის საელჩო; ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; სკანდინავიური საბჭოები/ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი; შავი ზღვის ნდობის ფონდი/ გერმან მარშალის ფონდი, აშშ/USAID; ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; CICC; აბილისის ფონდი; არაძალადობრივი სამშვიდობო ძალა(NP).
მისამართი:
ადამიანის უფლებათა ცენტრის სათაო ოფისი
ალ. ყაზბეგის გამზირი 3 ა, მე-2 სადარბაზო; მე-4 სართული; ბინა 22
თბილისი, 0160, საქართველო
ტელ: (+995 32) 37 69 50
ფაქსი: (+995 32) 38 46 50
ელ. ფოსტა: hridc@hridc.org
საიტის მისამართი: http://www.hridc.org/
http://www.humanrights.ge/
ფილიალები:
ბათუმი (აჭარა)
გურჯაანი (კახეთი)
გორი (შიდა ქართლი)
ზუგდიდი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
კორესპონდენტები და წარმომადგენლობები:
რუსთავი, ახალციხე, ოზურგეთი, ზესტაფონი, ქუთაისი, ფოთი, ახალგორი.