თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
მიმართვა აფხაზ ხალხს


ჩვენ დღეს ერთმანეთის გარეშე ვცხოვრობთ.

ჩვენი წარსული ის ტრაგიკული ომია, რომელმაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია. დრო გადის, ტკივილი რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი ბუნდოვანი.
ეს მომავალი არ შეიცვლება, თუ არ დავფიქრდებით იმაზე, თუ რა მოხდა და არ მოვძებნით გზებს ერთმანეთისაკენ.

ჩვენთვის, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისათვის, ნათელია, რომ შეცდომების აღიარების გარეშე პრობლემები არ გვარდება. ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია.

ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი.

ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა.
ბოდიში ყველა იმ სიტყვისათვის, ყველა იმ ტყვიისათვის, რომელმაც ომი გამოიწვია.

ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებლები – ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ.
ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა.

ომი უკვე დამარცხებაა.

ნუ დავყოფთ ერთმანეთს ,,ჩვენებად“ და ,,იმათიანებად“, ,,მტრად“ და ,,მოყვარედ“. ჩვენ მტრები არა ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს.  ჩვენ გვინდა, აფხაზს ხალხს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ვერ შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და იარაღის ენაზე დავიწყეთ საუბარი.
ჩვენ გვინდა ხელი გამოგიწოდოთ.

ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს.

ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა ის არ განმეორდეს.

გჯეროდეთ, ჩვენთვის ძვირფასია  აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა.

ჩვენთვის ძვირფასია ის წარსული, როდესაც ერთად ვიყავით.
ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ.

ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები.
ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა.

ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ.
ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის,
ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის,
ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის,
ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის.

შემოუერთდით კამპანიას!

მიმართვის ტექსტზე ხელის მოწერით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით კამპანია ,,ბოდიშს“, მიუხედავად იმისა, რა კომენტარს დატოვებთ ხელმოწერის ქვეშ. შეავსეთ მოცემული ცხრილები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარს უჭერთ  კამპანიას.

სახელი:*
გვარი:*
ქვეყანა, ქალაქი:*
მისამართი:
კომენტარი:
დამცავი კოდი:* დამცავი კოდი