თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
პროვოკაცია თუ ტერაქტი?

ვინ და რატომ ააფეთქა მშვიდობიანი ამომრჩეველი

 ნონა სუვარიანი, ზუგდიდი

დაახლოებით დღის ორ საათზე, როდესაც ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლები ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე იყვნენ განაწილებულები, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაბაკევი-ზუგდიდის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ააფეთქეს.

დაზარალებული ნანა ქარდავა, ნაბაკევის სკოლის დირექტორი 60 ადამიანთან ერთად ნაბაკევიდან ზუგდიდისკენ ხმის მიცემის მიზნით მიემგზავრებოდა. როგორც ნანა ქარდავას ახლობელი, გალის ადმინისტრაციის თანამაშრომელი, თორნიკე კილანავა “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბრისას აღნიშნავს, ნანა ქარდავას აფეთქების შედეგად, სხეულზე ნამსხვრევები და მარჯვენა ბეჭის ქვეშ ტყვია აქვს მოხვედრილი.

ზაალ ელიავა ნანა ქარდავას დაჭრის შემდეგ ზუგდიდის საავადმყოფოში გამოყვა. ის ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი გახლავთ: “ხალხი არჩევნებს მოწყურებულია და ამიტომ გადაწყვიტა იმ სიკეთეში მიეღო მონაწილეობა, რაც აქეთ მხარეს ხდება. ნაბაკევიდან მოვდიოდით აქეთ. დაახლოებით ორი ავტობუსი, სამოც კაცამდე. საზღავრი გადმოვკვეთეთ თუ არა, სროლა დაიწყეს. ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, ყუმბართმტყორცნებიდანაც. მეც სხვებივით ჩავწექი და თავს ასე ვუშველე. ყუმბართმტყორცნი ჩემგან 5 მეტრში აფეთქდა, შეიძლება მეც მკვდარი ვყოფილიყავი.

დაზარალებულ ნანა ქარდავას გამოვყევი. გამვლელი მანქანით წამოვედით. დაჭრილები კიდევ არიან, თუმცა მათი მდგომარეობა მსუბუქია. აფხაზეთის ტერიტორიიდან აქეთ ისროდნენ, შემდეგ ორივე მხრიდან. მერე ვეღარ ვარჩევდი, გამოყრუებული ვიყავი.”
შემთხვევის კიდევ ერთი თვითმხილველი მომხდარს ასე იხსენებს. ანატოლი ჯოლოგუა: “ხმის მისაცემად პატარა სოფელ ხურჩაში გადმოვედით, კოკის საბჭოს ეკუთვნის. როდესაც ხურჩაში შემოვდიოდით, სროლა დაიწყო. გადმოსვლისთანავე აფხაზური შენაერთები გამოჩნდნენ. მათ ის ხალხი დაინახეს, რომელიც ავტობუსისკენ მიდიოდა და კობში ჩამოსვლას აპირებდა. კიდევ კარგი, ხალხი ავტობუსში არ იყო ჩამჯდარი და მინდორში იყო მიმოფანტული, თორემ ყველას გაწყვიტავდნენ. ადგილზე ჟურნალისტები, სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ისინი აფიქსირებდნენ, რომ ხალხი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გადმოდიოდა”.

მძიმედ დაჭრილი ნანა ქარდავა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა მოინახულა: “ეს ქალბატონი, რომელიც დღეს მოიყვანეს, გახდა აფხაზი სეპარატისტების და რუსი სამშვიდობოების მიერ მოწყობილი პროვოკაციული აქტისა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ იმის მაგივრად, რომ პოლიციური ძალების კონცენტრირება მოხდეს საარჩევნო უბნებზე, ეს ძალები გადაისროლონ ხურჩაში და განმუხურში და იქ დაიცვან ჩევნ მოსახლეობა”.

სროლის დაწყებისთანავე, შემთხვევის ადგილისკენ ადამიანის უფლებათა ცენტრის”ჟურნალისტი ნანა ფაჟავა გაემართა.  
“50 მეტრის დაშორებით ვიყავი იმ ადგილიდან, სადაც ორი ავტობუსი იწვოდა. შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი, სწრაფი რეაგირების ბატალიონი, სამხარეო პოლიციის თანამშრომლები, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ავტომანქანები იყვნენ მობილიზებულები. ორმხრივი სროლები მაშინაც იყო, როდესაც იქ ვიმყოფებოდი. როგორც ადგილობრივები გვიყვებოდნენ, სროლა, როგორც ავტომატური იარაღიდან, ასევე ყუმბარმტყორცნებიდან ხორციელებოდა. შემთხვევის ადგილისკენ პოლიციელების ჯგუფიც გაემართა. ადგილობრივების თქმით, ეს ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ქართული ტელეარხების ჟურნალისტები გადასაღებად საზღვირსპირა სოფლებში იყვნენ გადასულები. მათ უნდა გადაეღოთ ის ადამიანები, რომლებიც ხმის მისაცემად ზუგდიდის რაიონში გადმოდიოდნენ. იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის და “რუსთავი 2”-ის ტელეარხების ჟურნალისტები. ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებული ინფორმაცია მოვიპოვე. ადგილობრივი მცხოვრები შორენა ქორია, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრიდან 50 მეტრში ცხოვრობს, ამბობს, რომ მივიდა ადგილობრივ მოსახლეობას ჯიპის მარკის ავტომანქანით მისული პირები ესაუბრებოდნენ. ორი ავტობუსი საზღვართან არის გაჩერებული და რაც უფრო მეტი ხალხი იქნებითო, მით უკეთესი იქნება. ჟურნალისტები გადაიღებენო. მე უარი ვუთხარიო, სხვები გაყვნენ. როგორც კი ჟურნალისტებმა გადაღება დაიწყეს და ხალხი ავტობუსიდან გადმოვიდა, სროლა დაიწყო. ორი მიკროავტობუსი მთლიანად არის განადგურებული.

ნანა ფაჟავა კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობს, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თითქოს სროლის ადგილას აფხაზები არ ყოფილან და ეს ყველაფერი გარკვეული ჯგუფის მიერ იყი ჩადენილი.

“ხალხი ამბობდა, რომ ამდენი სპექტაკლის ყურებით დაიღალა. ყოველი არჩევნების დროს, როდემდე შეიძლება ერთი და იგივე სცენარის გათამაშება. ხალხი აღნიშნავდა, რომ ხვდება, მსგავსი ინციდენტები არ არის გამიზნული იმისთვის, რომ ვინმე მიკვდეს, მაგრამ ხომ შეიძლება ბრმა ტყვია მოგვხვდესო.

შემთხვევის ადგილზე მისული იყო რუსეთის ჯავშანტექნიკა და რუსი პოლკოვნიკი. შემთხვევის ადგლზე ასევე სამშვიდობო ძალების სარდალი ფაშტიანი, გუბერნატორი გოროზია და გალის წარმომადგენლობა იმყოფებოდა. ხალხი ეუბნებოდა მათ, არ გამოგივიდოდათ სცენარიო. რუსი პოლკოვნიკი ამბობდა, რომ კომენტარს მხოლოდ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გააკეთებდა. წესით, სიტუაციის გარკვევით ჩვენი სარდალი უფრო უნდა იყოს დაინტერესებული. შთაბეჭდიელბა დამრჩა, თითქოს ფაშტიანს ეს რუსი პოლკოვნიკი ჩემგან ძალით მიჰყავდა, მასთან რომ არ მესაუბრა”.
ინციდენტის შემდეგ ხურჩაში საარჩევნო უბანი დაიხურა.

28 მაი. '08

...უკან