თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
ხურჩას ინციდენტი - სამთავრობო მანიპულაციები

ნაწილი II

ჯეფრი კეი სილვერმანი

რატომ ხდება, რომ ქართული მედია საშუალებები არასოდეს ამოწმებენ ფაქტებს? რატომ ხდება, რომ ქართული არხები ინფორმაციის გავრცელებისას სხვა ტელეარხების ციტირებას ახდენენ და რატომ ხდება, რომ ძირითადად ეს არხებია ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” და ,,რუსთავი 2’’. ეს ორი არხი ძირითადად ერთსა და იმავე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. თითქოს ერთი წყაროდან მიუღიათ ინფორმაციაო. როდესაც მათი კუთვნილ, დაუმონტაჟებელ მასალას -ორიგინალს სთხოვ, გეუბნებიან, რომ მათ ეს მასალა არა აქვთ ყოველ შემთხვევაში ,,რუსთავი 2-ი” ასე მოხდა, როდესაც მათ მიერ გადაღებული ხურჩას ინციდენტის დაუმონტაჟებელი მასალა ვთხოვეთ( ეს მასალა შუადღის კურიერში გავიდა. მასალა მეტად საინტერესო იყო, მაგრამ 9 საათიან კურიერში ყველა საინტერესო და ყურადსაღები კადრი ამოჭრილი იყო) სავარაუდოა, რომ „რუსთავი 2-ს“ არ სურს მასალა დეტალური შესწავლის საგანი გახდეს.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და ეუთო, კერძოდ კი, ადამიანური განზომილების დეპარტამენტი და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოსა და სამხეთში დაინტერესებულნი არიან, რომ ჩატარდეს  საერთაშორისო გამოძიება. იმედია, თუ ეს მართლაც მოხდება, საერთაშორისო გამოძიება დამოუკიდებელი იქნება და მას პოლიტიკურად მიუკერძოებელი ადამიანები ჩაატარებენ. რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამოძიება ქართული მხარის ოფიციალური გამოძიებისგან დამოუკიდებელი იქნება. გამოძიებას ზუგდიდის სამხარეო პოლიცია ატარებს. ქართული გამოძიება აცხადებს, რომ ხურჩის ინციდენტი აფხაზი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი კრიმინალია, რომლის დროსაც თავს დაესხნენ უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლებობას და მათი მოკვლა სცადეს. (საქმე აღიძვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 109-ე და 239-ე მუხლებით).
 
ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ხურჩის ინციდენტი მისთვის სასარგებლო კუთხით წარმოაჩინოს.აფხაზები  ამ აზრს იზიარებენ. ერთმა აფხაზმა ივნისის დასაწყისში მისწერა უჩა ნანუაშვილს, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს: "მე ვფიქრობ, რომ  სააკაშვილმა თავად დაგეგმა ხურჩას ინცინდენტი საზოგადოების ყურადღების გადასატანად. მას სურდა ეს ინციდენტი მოსაგებად გამოეყენებინა. რომ გვდომოდა არჩევნების დაცხრილვა, ამას გალში გავაკეთებდით  და არა ხურჩაში, რომელიც საზღვრის მეორე მხარეა. ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ინციდენტი ქართულმა უშიშროებამ დაგეგმა, რათა აფხაზეთი დაედანაშაულებინა. ერთადერთი, ვინც სარგებელი ნახა ამ სიტუაციიდან, სააკაშვილია."  არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული ოფიციალური ვერსია კი დახლოებით ასეთია:

ოფიციალური ვერსია:
ქართულმა მხარემ გაეროს სადამკვირვებლო მისიას და რუს მშვიდობისმყოფელებს დაუყოვნებლივ აცნობა ინციდენტის შესახებ. გაეროს სადამკვირვებლო მისიის წევრი გერმანელი ექსპერტი ინციდენტის ადგილას მოგვიანებით მივიდა. მან დაკვირვების შედეგად მიუთითა იმ ადგილზე, საიდანაც ჭურვები ისროლეს. მისი დასკვნით ყუმბარმტყორცნები გაუშვეს ადმინისტრაციული საზღვრიდან 5-10 მეტრით დაშორებული ტერიტორიიდან ზუგდიდის მიმართულებით. უფრო მეტიც, ექპერტი ინციდენტის ადგილიდან მიწაზე დატოვებულ ნაკვალევს გაჰყვა. ხალხმა, რომელსაც ფეხის ნაკვალევი ეკუთვნოდა, ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს გალის მიმართულებით, რაც ადასტურებს იმას, რომ თავდამსხმელებმა გადმოკვეთეს ადმინისტრაციული საზღვარი და ნეიტრალურ ზონაში გადმოვიდნენ.

 
ზუგდიდის სამხარეო პოლიციამ აღძრა საქმე # 044080471 აფხაზი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ უდანაშაულო, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასა და მათი მკვლელობის მცდელობაზე. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 109-ე და 239-ე მუხლები).

ინცინდენტის თვითმხილველები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ზუგდიდის სამმართველომ დაკითხა. იური ჩიავა და ნესტორ ახვლედიანი ( ავტობუსის მძღოლები, რომლებიც ზაალ ელიავამ, ნაბაკევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა/გამგებელმა დაიქირავა) თავიანთ ჩვენებაში აცხადებენ, რომ დაახლოებით დილის 11 საათზე, 2008 წლის 21 მაისს ჩავიდნენ თავიანთი ავტობუსებით სოფელ ხურჩაში. ისინი ამომრჩევლებს ფეხბურთის მოედანზე ელოდებოდნენ, რომელიც მდინარე ხურჩადან 30 მეტრის დაშორებით მდებარეობს. გარკვეული ხნის შემდეგ ნაბაკევიდან გადმოსულმა ამომრჩევლებმა, რომლებმაც მდინარე ხურჩა  გადმოკვეთეს, ფეხბურთის მოედანზე დაიწყეს შეკრება. ისინი ნელ-ნელა ავტობუსებში სხდებოდნენ. 20-მდე ამომრჩეველი შეგროვდა თითო ავტობუსში.

 
დაახლოებით 13:00 საათზე ქართველი ჟურნალისტები მიუახლოვდნენ ავტობუსებს და სთხოვეს ხალხს გადმოსულიყვნენ ავტობუსებიდან, რათა ზუგდიდში გამგზავრებამდე, სადაც მათ არჩევნებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ინტერვიუ მიეცათ ჟურნალისტებისთვის. ამომრჩევლები და ორივე მძღოლი ჩამოვიდნენ ავტობუსიდან. ისინი ავტობუსებიდან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით იდგნენ ჟურნალისტების წინ, როცა მოულოდნელად სროლა ატყდა ნაბაკევიდან. ხალხი პანიკაში ჩავარდა. ამასობაში ჭურვები მოხვდა ორივე ავტობუსს. ერთი ქალი დაიჭრა. დაახლოებით 10 წუთში ქართველი სამართალდამცავებიც მოვიდნენ და ხანძრის ჩაქრობაში მიეხმარმენ მეხანძრეებს. ხანძარი დაახლოებით 20 წუთს მძვინვარებდა.

 
მძღოლების აზრით, მათ 15 000 ლარის ზარალი ნახეს. საქართველოს მთავრობა მათ ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა.
 



18 ივნ. '08

...უკან