თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ
თეა თოფურია, თბილისი 

სიტყვის აქცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ექვს ქალაქში ჩაატარა. ,,რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ”, ანუ იმ დღის შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო, ამ კითხვამ შემოირა თბილისი, გურჯაანი, გორი, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი. აღმოჩნდა, რომ ქართველებს სათქმელი ბევრი აქვთ, ძირითადად კი ერთი და იგივე:

,,სიტყვის აქცია 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს  გურჯაანიდან დაიწყო. ორი საათით გადაიკეტა ქუჩა, ანუ ,,გზა აფხაზეთისაკენ“, რომელზეც ათასამდე ახალგაზრდა ხატავდა და თავის გზავნილებს წერდა. შეირჩა საუკეთესო გზავნილებიც და მათ  ავტორებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება კულტურის ცენტრში უფასო კონცერტით დასრულდა.
გურჯაანში ჩატარებულ ,,სიტყვის აქციას“ აფხაზეთიდანაც გამოეხმაურნენ და სიხარული გამოხატეს, რომ ისინი კიდევ ახსოვთ. ამ ღონისძიების შესახებ არაკონტროლიბად ტერიტორიაზე ინტერნეტის მეშვეობით შეიტყვეს.

შემდეგი აქცია გაიმართა 24 სექტემბერს ქუთაისში. ,,დროა შევხვდეთ ერთმანეთს ენგურთან“, ,,აფხაზეთი ერთია და ჩვენია - ყველასი“...  ასეთი გზავნილები დატოვეს ქუთაისელებმა აფხაზებისთვის. ,,სიტყვის აქცია” აფხაზეთისადმი მიძღვნილი სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა, რასაც ორგანიზება ქუთაისის საქალაქო რადიომ გაუწია. სპეციალურად ამ დღისთვის მომზადდა გადაცემა ,,ოჩამჩირე“. აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ფონდი ,,სოხუმი“, ასევე, მასმედიის წარმომადგენლები.
                                                        
,,ამბობენ, თოლიებმაც ჩვენთან ერთად დატოვეს აფხაზეთი..." - ეს ფრაზა კი თინათინ ბერუაშვილმა უკვე 25 სექტემბერს გორში გამართულ აქციაზე დაწერა. მას ეს სიტყვები წლების წინ თავისმა კურსელმა, აფხაზეთიდან დევნილმა უთხრა.

,,რაც უფრო დრო გადის მით უფრო ვხვდებით, რომ ჩვენ და აფხაზი ხალხი ერთმანეთს ვსჭირდებით. უნდა დავივიწყოთ ტკივილიანი დღეები, დღევანდელი აქცია კარგია მარტო იმისთვის, რომ გვახსოვდეს აფხაზეთი. იმ ომში ახლობლები  მყავს დაღუპული, ბევრი დღემდე არ გამოჩენილა, მაგრამ მაინც ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ", - თქვა გორის უნივერსიტეტის დეკანმა ზურაბ ტიელიძემ.

,,ხალხის გაზეთის“ ჟურნალისტმა  რეზო ნადირაძემ კი გულისტკივილით აღნიშნა, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკის დაუდევრობის და შეცდომის გამო მთელი თაობა დაისაჯა: ,,აფხაზეთის და აფხაზი ხალხის შესახებ მხოლოდ ტელეეკრანიდან ან უფროსი თაობისგან ვიცით. მიუხედავად ამისა, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ვიქნებით ისინი, ვინც აფხაზ თანატოლებს პირველები გავუწვდით ხელს და დავბრუნდებით სანატრელ მიწაზე".

,,სიტყვის აქციაზე“ მოსახლეობას დაურიგდათ კანფეტები ზედ მიმაგრებული აფხაზური სიტყვებით: ,,ზღვა“, ,,შევრიგდეთ“, ,,დედა“...

ბოლო აქცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  27 სექტემბერს ომის დასრულების დღეს ზუგდიდში გამართა, ყველაზე ახლოს აფხაზეთთან.  ზუგდიდის რაიონში მოქმედებს ორი სკოლა, რომელიც აფხაზეთის განათლების სამინისტოს ეკუთვნის და მასში უმეტესად დევნილი ბავშვები სწავლობენ.  ამ სკოლის მოსწავლეებმა  აფხაზებს თავიანთი გზავნილები დაუწერეს. გზავნილები დაწერეს  უბრალო მოქალაქეებმაც, რომლებიც დადიანების სასახლეში გამართულ აქციას ესწრებოდნენ.  ძირითადი ტექსტი როგორც წესი ერთი და იგივე იყო, ქართველ ხალხს აფხაზეთი ენატრება და აფხაზებთან შერიგება უნდა:

გზავნილები აფხაზებს

"მიყვარხართ, აფხაზებო!"

"დავიბრუნოთ აფხაზეთი"

"შევრიგდეთ!"

"აფხაზეთი ჩვენია!"

"მომენატრა ზღვა, რომელიც შორია..."

"ვაპატიოთ ერთმანეთს შეცდომები... ჩვენ დავბრუნდებით თქვენთან, ძმებო, მშვიდობიანად!"

"ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე!"

"ჩემი ოცნება, ჩემი აფხაზეთია!"

"სახლში მინდა დავბრუნდე!"

"რას ჩავდივართ, რას ვაკეთებთ, ღმერთო, აბა რა ვართ ჩვენ უერთმანეთოდ!"

"აფხაზებო, შეუერთდით საქართველოს და ერთად გავიაროთ გზა საერთაშორისო არენისკენ, თორემ შემდეგ გვიან იქნება!~

"სამშვიდობოები ჩახუტებაში გვიშლიან ხელს!"

"აფხაზებო, მიყვარხართ, თქვენს გვერდით ვარ!"

"რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! სიყვარულმა უნდა აშენოს კვლავაც!"

"გავუწოდოთ ერთმანეთს მეგობრობის ხელი!"

"აფხაზეთი აფხაზების გარეშე არ გვინდა!"

"აფხაზეთო, მიყვარხარ და მინდა, ისევ გავერთიანდეთ, დროა წყენა დავივიწყოთ და ისევ ერთად ვიყოთ!”

,,მიყვარხარ აფხაზეთო, იმედი დაბრუნების არასოდეს დამიკარგავს!”

,,ჩვენ ერთად ყოფნისთვის ვართ „განწირულები!”

,,ჩვენ შევძლებთ ერთად ყოფნას!”

,,მიყვარხართ და მენატრებით!”

,,შევუნდოთ ერთამნეთს ჩადენილი ცოდვები და მოვინანიოთ ყოველივე!”

,,ვიცხოვროთ ბედნიერ, მშვიდობიან საქართველოში!”

,,ოდესმე მართლა დავბრუნდებით!”

,,მე მინდა გნახოთ, გვენატრებით!”

,,ჩვენ ერთნი ვართ!” 

,,ჩვენი ტკივილი აფხაზეთია!”

,,დალოცვილი ყოფილიყავით!”

,,შერიგება შენდობით იწყება!”

,,შევუნდოთ ეთმანეთს, რათა გადავრჩეთ!”

,,სოხუმამდე არც თუ ისე შორია!”


27 სექ. '07

...უკან