თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
ეს არ იყო ჩვენი ომი ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში

ადამიანის უფლებათა ცენტრი კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად საერთაშორისო მისიის შექმნას ითხოვს

ეს არ იყო ჩვენი ომი ცხინვალის რეგიონში(სამხრეთ ოსეთში)

ადამიანის უფლებათა ცენტრი უკანასკნელი წლების განმავლობაში ცდილობდა საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლების სისტემატიურ ინფორმირებას საქართველოში მოსალოდნელი ძალადობის ესკალაციის და საომარი მოქმედებების შესაძლო დაწყების შესახებ. ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, ქვეყნის მილიტარიზაცია, ომის პროპაგანდა, კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევა, ტოტალური განუკითხაობა და სამოქალაქო ინსტიტუტების მიზანმიმართული დაკნინება ქმნიდა სერიოზულ საფუძველს ქვეყანაში არაპროგნოზირებადი მდგომარეობის შესაქმნელად, რითაც გარეშე ძალები ისარგებლებდნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს კონფლიქტის ძალისმიერი გადაჭრის მცდელობას, რასად ადგილი ჰქონდა 7-8 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და მიიჩნევს, რომ ომის დაწყება ცხინვალის რეგიონში იყო ყველაზე დიდი და საბედისწერო შეცდომა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მიუხედავად მრავალი პროვოკაციისა, ხელისუფლებას უნდა გამოენახა გზა ძალადობის ესკალაციის შესაჩერებლად და არ წამოგებულიყო რუსეთის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციაზე.

ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ომი და მიგვაჩნია რომ ეს არ ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ომი ოს ხალხთან, ეს იყო არა ჩვენი ომი, არამედ ხელისუფლებაში მყოფი მცირერიცხოვანი “ომის პარტიის” ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ.

ამავე დროს ვგმობთ რუსულ აგრესიას და საქართველოს ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის ჯარების მიერ. მთელი მსოფლიო დღეს გაოგნებულია რუსეთის ჯარების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის დარბევის, მათი ქონების განადგურების და ვანდალიზმის აქტების შესახებ, რასაც ადგილი აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოში. რუსული აგრესიის მსხვერპლი ათასობით სამოქალაქო პირი გახდა. რუსეთი შუა საუკუნეების მეთიოდებით ცდილობს საქართველოს განადგურებას და დაუფარავად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.
 
ცენტრი მოითხოვს საერთაშორიო ორგანიზაციების მიერ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას, რომელიც შეისწავლის ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის მიერ. ჩვენ გვინდა სიმართლე, არა რევანში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სინამდვილეში რა მოხდა, ვიცოდეთ არა მხოლოდ ის პროპაგანდა, რასაც ადგილი აქვს ყველა მხარეების მიერ.

ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმ მიზეზებზე, რამაც ჩაგვაგდო ძალიან დიდ ორმოში, საიდანაც ამოსვლა უკვე ძალიან გვიჭირს.

ყველა მხარემ რუსეთმა, საქართველომ, სამხრეთის ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა აიღონ საკუთარი პასუხისმგებლობის წილი იმ შექმნილ სიტუაციაზე, რაც დღეს არსებობს საქართველოში.

მხოლოდ სიმართლე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა არის სტაბილური მშვიდობის დამყარების გზა საქართველოში და მთლიანად რეგიონში.

 

25 აგვ. '08

...უკან