|
7 აპრ. '08
,,რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15
წლის შემდეგ?” - ეს იყო კითხვა, რომლითაც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა”
მთელ საქართველოს მიმართა. აქცია
ჯერ თბილისში გაიმართა, შემდეგ - საქართველოს ხუთ რეგიონში. "აფხაზეთო,
მიყვარხარ!", "აფხაზეთი აფხაზების გარეშე არ გვინდა!", ,"გვიყვარდეს
ერთმანეთი ისე, როგორც 15 წლის უკან”... ამგვარი გზავნილები დაწერა
ხალხმა გურჯაანიდან ზუგდიდამდე. აქციამ აჩვენა, რომ ქართველები აფხაზების
მიმართ დადებითად არიან განწყობილნი და მათთან ურთიერთობის მოგვარება
მხოლოდ მშვიდობიანი გზით სურთ. აქციაზე ხალხს დაურიგდათ კანფეტები, მასზე
მიმაგრებული პატარა ფურცლებით. ფურცლებზე აფხაზური სიტყვები და მათი
ქართული შესატყვისი ეწერა.
დაწვრილებით
|