თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
ინციდენტი ხურჩაში - დიდი არეულობა

ნაწილი I

ჯეფრი კეი სილვერმენი

საქართველოში წინა საარჩევნო პერიოდი არასდროს ყოფილა მოსაწყენი, შესაბამისად არც 2008 წლის 21 მაისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო ამ მხრივ გამონაკლისი. მას თან ახლდა აფეთქებები და დამწვარი ავტობუსები (თუ არ ჩავთვლით ჩვეულ გაყალბებას და ამომრჩევლებზე, კამპანიის მონაწილეებსა და დამკვირვებლებზე პოლიტიკური ზეწოლა).

 
არჩევნების დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარი ქართველმა ამომრჩევლებმა ავტობუსით გადაკვეთეს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მათ ავტობუსებს ყუმბარები ესროლეს; ამ ინციდენტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა ქართულ და საერთაშორისო მედია საშუალებებში. თავდაპირველი შეფასებებით, ეს იყო რუსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მუქარა არჩევნების მიმართ. მსგავსი ქმედება კიდევ ერთხელ ამტკიცებდა, თუ რამდენად აფერხებს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი და უსაფრთხო მოლაპარაკების დაწყებას და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს.

 
არჩევნების მეორე დღესვე “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა გამოაქვეყნა შეფასება ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით. გაჩნდა კითხვები  - ნამდვილად სცადეს თუ არა აფხაზმა სეპარატისტებმა უდანაშაულო ქართველების მოკვლა.

 
7 ივნისს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორი წარმომადგენელი ეწვია სოფელ ხურჩას; ერთ-ერთი მათგანი აფხაზეთიდან დევნილი, ხოლო მეორე ამერიკელი ჟურნალისტი. ვიზიტის მიზანი ადგილზე სიტუაციის გარკვევა იყო. ხურჩის სტუმრებმა დაადგინეს, რომ ავტობუსების აფეთქება არჩევნების დღეს ცუდად დადგმული სპექტაკლი იყო.

 
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელთაგან ერთ-ერთი, ჯეფრი სილვერმენი აცხადებს: „მე აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან ვიმყოფებოდი, როცა ქართველმა სპეცრაზმელებმა ავტობუსები ააფეთქეს. შემეძლო აფხაზეთში გადავსულიყავი. ახლა ნათელია, რომ ქართველებს სურდათ  ეს აფეთქება აფხაზებისათვის და მათი რუსი მხარდამჭერებისათვის დაებრალებინათ. მაგრამ ჩვენ „სიმართლესთან მაქსიმალურად ახლოს მივედით. საინტერესოა იმის გაგება, რომ ამ პოლიტკური აფეთქების შედეგად ქართველი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდა.“


 
ცენტრის წარმომადგენლებმა თბილისში ჩამოსვლისთანავე გააანალიზეს სიტუაცია, ისინი ესაუბრნენ სოფელ ხურჩის მცხოვრებლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ აფეთქებამდე ნაბრძანები ჰქონდათ შემთხვევის ადგილზე მისულიყვნენ. იქ არ იმყოფებოდნენ აფხაზები. ჩვენ ადგილობრივებს ვაჩვენეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩანაწერი და მათ აღშფოთება ვერ დამალეს.

 
„ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ სიტუაციას ხურჩაში, აფეთქების დროს ერთი ქალბატონი დაიჭრა და ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი ავტობუსი მაშინ აფეთქდა, როცა მას ქართველები კონფლიქტის ზონიდან საარჩევნო უბანზე მიჰყავდა.

 
„ნათელია, მიმდინარე პროცესები ამტკიცებს, რომ გალის რაიონში ადამიანის უფლებები ირღვევა, მსგავსი ინციდენტები მომავალში აღარ უნდა განმეორდეს,“ - განაცხადა მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა.
 
საქართველოს ხელისუფლების პირველი რეაქცია ყველაფერში რუსეთის დადანაშაულება იყო.

„ინფორმაცია  ჯერ არ დადასტურებულა მაგრამ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი არ არის განწყობილი კონფლიქტის ზონაში მშვიდობა დამყარდეს. ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში რაც მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა“.

 
ადგილობრივების მიერ მონათხრობი
ხურჩაში მოსმენილი ისტორიები ერთმანეთისაგან განსხვავდება; ამ ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს აფეთქების ადგილთან ახლოს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფთა უმეტესობა გალის რაიონიდან არ იყო გადმოსული; იქ ხურჩის მაცხოვრებლები იმყოფებოდნენ, რადგან მათ წინასწარ უბრძანეს იქ მისვლა.
პირველი რესპოდენტი: „ისინი (კომისიის წევრები) მოდიოდნენ სახლებში იმ დილით და გვეუბნებოდნენ სტადიონზე შევკრებილიყავით.“

მეორე რესპოდენტი: „კომისიის წევრები იმ დილით სახლში მოვიდნენ და გვითხრეს ავტობუსებთან მივსულიყავით. ისინი რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგროვებას ცდილობდნენ.“

ამის მერე ვკითხეთ რამდენიმე ადგილობრივს, რატომ გამორიცხავდნენ ინციდენტში აფხაზების მონაწილეობას. მათი პასუხი ასეთი იყო: „იმიტომ, რომ გალის რაიონში ბევრი შერეული ოჯახია და საკუთარ ნათესავებს როგორ გაწირავდნენ სასიკვდილოდ. ეს სიგიჟე იქნებოდა, აფხაზებისთვისაც კი.“
ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ უახლოესი აფხაზური ბლოკპოსტი გალის რაიონში სამი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს და მათ არ აქვთ უფლება საზღვარს მიუახლოვდნენ. აფხაზები მხოლოდ დროდადრო პატრულირებენ იქ. ძალიან იშვიათად შენიშნავ აფხაზ სამხედროს ან მესაზღვრეს, როდესაც გალის რაიონში (დე-ფაქტო აფხაზური ტერიტორია სადაც ძირითადად ქართველები ცხოვრობენ) გადადიხარ.

ჩნდება კითხვა: ნუთუ ეს ქართველები იყვნენ, რომლებმაც ლამის საკუთარი მოქალაქეები ამოხოცეს არჩევნების დღეს შავი პიარის მოსაწყობად? კარგად თუ გაანალიზებთ, მიხვდებით რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გადაღებული ახალი ისტორია მთლიანად დადგმული სპექტაკლი იყო. სიცრუე იყო ყველაფერი ცეცხლმოკიდებული ავტობუსებითა და შეშინებული გაქცეული ხალხით დამთავრებული. ამ დროს ზოგი იქ მყოფი ადამიანი ძალიან მშვიდად დადიოდა ინციდენტის ადგილის ახლოს, თითქოს სულაც არაფერი ხდებოდა. იმავე დღეს აფეთქების ორი ვერსია შემოგვთავაზეს ტელევიზიით. მოგვიანებით გვიჩვენეს დაჭრილი მეგრელი ქალბატონის კომენტარები რომელიც ქართველ ჯარისკაცს ეუბნებოდა: „მადლობა ზაალ...მეუბნები, რომ სერიოზული არაფერია, მაგრამ ვიცი, რომ ვკვდები.“

ქალბატონი გადარჩა და იმ შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ სიტუაცია მაინც არ დაწყნარებულა. მდგომარეობა ერთმა ფაქტმაც გაართულა: ორი ქართველი მამაკაცი კონფლიქტის ზონაში მდებარე პატარა მდინარეში ბანაობდა და სულაც არ ფიქრობდნენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, რაც ე.წ. აფხაზი ტერორისტებისაგან ელოდათ, რომელიც უდანაშაულო მოქალაქეებს შეუბრალებლად ხოცავენ.

ქართული მხარე განსაკუთრებულ სამხედრო მზადყოფნაზე არ არის, მიუხედავად საომარი რიტორიკისა და რუსეთის ფედერაციიდან შესაძლო უკანონო ანექსიის მცდელობისა.
ხურჩაში ჩასულებმა ისე გადალახეს ბლოკპოსტი, სადაც ქართველები პატრულირებენ, რომ მათი დოკუმენტები არავის შეუმოწმებია. ეს ცოტა უცნაურია იმ ინფორმაციების შემდეგ, რაც ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა და „საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ გაავრცელეს არჩევნების დღეს.

რამდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც ჟურნალისტები ადგილობრივ მაცხოვრებლებს ესაუბრებოდნენ და ათვალიერებდნენ ფეხბურთის მოედანს, სადაც აფეთქება მოხდა, არცერთი ქართველი ჯარისკაცი არ გამოჩენილა. ავტობუსები იქ აღარ იყო.

ამჟამად ჯარისკაცები  ზუგდიდიდან ხურჩასაკენ გადაადგილდებიან მიმდებარე ტერიტორიის დასაცავად. ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ბლოკპოსტზე მთლიანად 20-25 სამხედრო იმყოფებოდა.

ქართველ სამხედროებს ტაქსში მსხდომი სამი ადამიანის  საბუთები არ შეუმოწმებიათ. მხოლოდ მძღოლის დოკუმენტები ნახეს. მანქანამ საგუშაგოზე უპრობლემოდ გაიარა. უკანა გზაზე ჩვენს წინ მიკრო ავტობუსი მიდიოდა, სწორედ ისეთი რომელიც არჩევნების დღეს აფეთქდა ხურჩაში. არც ავტობუსი და არც ტაქსი საგუშაგოზე არ შეუმოწმებიათ. დილით ჩვენ ენგურის ხიდზე მდებარე სხვა საგუშაგოც გავიარეთ. იქაც უსაფრთხოების არანაირი განსაკუთრებული ზომები არ ყოფილა დაცული.
მოწყენილმა ჯარისკაცებმა მძღოლს მხოლოდ სიგარეტი სთხოვეს, როცა შემოწმების გასავლელად გააჩერა მანქანა. ჯარისკაცებს ეტყობოდათ სულ არ  ადარდებდათ უსაფრთხოების ზომები; ეს უცხოელი ჟურნალისტისათვის ცოტა უცნაური იყო ორი კვირის წინ მომხდარი აფეთქების შემდეგ.

ბევრი ეცადნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშის დისკრედიტაციას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართულ-ინგლისური გაზეთის „Georgia Today”-ს 30 მაისი-5 ივნისის გამოცემაში გამოქვეყნდა პოლ რიმპლის სტატია „სიმართლე არავის აზარალებს: რა?“ რიმპლი პირველი ჟურნალისტი იყო რომელმაც ამ ინციდენტზე მოამზადა სტატია და საერთაშორისო საზოგადოებას ამცნო მის შესახებ. თუმცა, თავის მეორე სტატიაში ის პოზიციას იცვლის და სიტუაციას სხვანაირად განმარტავს. „საზღვარზე თავდასხმა საქართველო-აფხაზეთს შორის მორიგი დაძაბულობის მიზეზი გახდება“, -ამ სათაურით სტატია აფეთქებიდან მეორე დღეს გამოქვეყნდა.

„Georgia Today“-ს სტატია ერთმანეთთან ადარებს ავტორის ომში მონაწილეობის გამოცდილებასა და მის ჟურნალისტურ გამოძიებას 21 მაისს ხურჩაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. საოცარია, მაგრამ სტატიის ავტორი საკმაოდ ასაკოვანია და შეეძლო ვიეტნამის ომშიც კი მიეღო მოაწილეობა და ეს მხოლოდ ხრიკი იყო პირველი სტატიის ინფორმაციის გასაბათილებლად.
პოლ რიმპლი, რომელიც ამტკიცებს რომ მის სტატიაში ხურჩის ინციდენტი ობიექტურად არის გაშუქებული, საქართველოს მთავრობის მოწვევით აფეთქების ადგილზე  იმყოფებოდა. ის ხურჩაში სამთავრობო ვერტმფრენით ჩავიდა. საეჭვოა, რომ ის აფეთქებულ ავტობუსებთან მისულიყო, ან თვითმხილველებს შეხვედროდა. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ერთადერთი რეალური მოწმეები ზუგდიდის საავადმყოფოში იყვნენ და მათ საუბარი არ შეეძლოთ.

დამთხვევა არ არის, რომ რიმპლი ინგლისურ ენოვან გაზეთ „Georgia Today“-ში მუშაობს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს. შესაძლებელია სტატიის დიდი ნაწილი მისი დაწერილი არც იყოს; მასალას უბრალოდ მისი სახელი და გვარი მიაწერეს, რადგან ამ სტატიის ენა არ გავს რიმპლის წინა მასალებს. შესაძლოა, მის მიერ მომზადებული ბოლო სტატია გაზეთის იმ რედაქტორმა შეასწორა, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერია. უფრო მეტიც, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არ არის გადამოწმებული, რაც ჟურნალისტებისა და საერთაშორისო გამოცემების კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს.

რიმპლის სტატია ძალიან ჰგავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით. „რუსეთი ღიად ახდენს კონფლიქტის ზონაში თავისი ინტერესების დემონსტრირებას“, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. იმის მიუხედავად, თუ ვინ ავრცელებს ინფორმაციას, დსთ-ს სამშვიდობოების სარდლის თანაშემწე ალექსანდრე დიორდიევი ამტკიცებს, რომ ინციდენტი, შესაძლოა, მთლიანად ქართული მხარის მიერ იყოს ორგანიზებული. შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, ეს ვერსია უფრო სარწმუნოდ ჟღერს.

შესაძლოა, სტატიის უმეტესი ნაწილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან არის ნათარგმნი. მოკლედ, 21 მაისს მისი ხურჩაში ჩასვლა შავი პიარის ნაწილი იყო და ყველაფერი ნატოში ინტეგრაციის გეგმას უკავშირდება. მაგრამ, ეს ფაქტი გაცილებით უფრო პრაგმატულ მიზნებს ისახავდა; არჩევნების დღეს მოსახლეობის ყურადღება ფართომასშტაბიანი საარჩევნო გაყალბებიდან და პოლიტიკური ზეწოლიდან სწორედ ამ ინციდენტზე გადავიდა.

შედეგად, ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ჟურნალისტის პროფესიონალიზმს ჩრდილი მიადგა, თუ მას  საერთოდ ჰქონდა რაიმე რეპუტაცია. ახლა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ისტორიასთან მათ კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხურჩის აფეთქება ცუდად დადგმული სპექტაკლი იყო.

„კარგი იქნებოდა ისეთ ვინმეს გასაუბრებოდი ვინც საკუთარი თვალით ნახა აფეთქება,“ განვაცხადეთ როცა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, რომელიც აფეთქების დროს  ხურჩაში იყო საავადმყოფოში შემოვიდა. მან დაიწყო ინციდენტის საკუთარი ისტორიის მოყოლა, რომელსაც ყოველ ახალ კითხვაზე ცვლიდა. თავდაპირველად „რუსთავი 2“ რუსული საგუშაგოს უკნიდან იღებდა აფეთქებას, რომელიც იმ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იყო. შემდეგ ბუჩქების უკან გადაინაცვლეს -  მათ მიერვე შექმნილ კორიდორში. მერე კი ჟურნალისტი ამბობს „მათ ყველაფერი ჰქონდათ, ყუმბარები, ავტომატები, რაკეტები.“
„ვის ჰქონდა?“ ვკითხე მე.
„აფხაზებს.“
„საიდან იცი, რომ აფხაზები იყვნენ?“
„იმიტომ, რომ მათი სამხედრო სამხრეები ქართული სამხრეებისაგან განსხვავდებოდა.“
„დაინახე ისინი?“
“არა.“



18 ივნ. '08

...უკან