თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (139)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 

კამპანია ,,ბოდიში” 2007 წლის მარტში დაიწყო

ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება.

კამპანია ,,ბოდიშით” ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ურთიერთობის ის ფორმები,  რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. კამპანია ,,ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.

„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს  შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.

როდესაც წყალში კენჭს ჩააგდებ, წრე თავისით იკვრება. ვფიქრობთ, რომ ერთი ასეთი კენჭის  როლს ,,ბოდიშის კამპანიაც“ შეასრულებს.

  


ფოტო გალერეა
,,რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ?” - ეს იყო კითხვა, რომლითაც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მთელ საქართველოს მიმართა. აქცია ჯერ თბილისში გაიმართა, შემდეგ - საქართველოს ხუთ რეგიონში. "აფხაზეთო, მიყვარხარ!", "აფხაზეთი აფხაზების გარეშე არ გვინდა!", ,"გვიყვარდეს ერთმანეთი ისე, როგორც 15 წლის უკან”... ამგვარი გზავნილები დაწერა ხალხმა  გურჯაანიდან ზუგდიდამდე. აქციამ აჩვენა, რომ ქართველები აფხაზების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი და მათთან ურთიერთობის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით სურთ. აქციაზე ხალხს დაურიგდათ კანფეტები, მასზე მიმაგრებული პატარა ფურცლებით. ფურცლებზე აფხაზური სიტყვები და მათი ქართული შესატყვისი ეწერა.
სხვა სურათები...
 
სიახლე
 
 

  
არჩევანი საქართველოსთვის: ქართული შოვინიზმი თუ აფხაზეთი?

უჩა ნანუაშვილი, კამპანია „ბოდიშის“ ინიციატორი,
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი
 

„კამპანია „ბოდიში“ 2007 წლის მარტში დაიწყო. ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება.
კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობის ფორმები. კამპანია „ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.
„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს  შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.
როდესაც წყალში კენჭს ჩააგდებ, წრე თავისით იკვრება. ვფიქრობთ, ერთი ასეთი კენჭის  როლს „ბოდიშის კამპანიაც“ შეასრულებს“.
 
დაწვრილებით