თავფურცელი მიმართვა ახალი ამბები საქმიანობები ჩვენს შესახებ კულტურა
  F9c ქარ Рус Eng

'არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა' - მიმართვა ქართველი ხალხისადმი


  შემოგვიერთდით  

მოაწერეთ ხელი მიმართვას
ხელმოწერების ნახვა (158)
     

     
  ეთანხმებით თუ არა ბოდიშის კამპანიას?
დიახ
არა
შედეგები | არქივი
 
     

Forum


 
25 აგვ. '08

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად საერთაშორისო მისიის შექმნას ითხოვს
 

ადამიანის უფლებათა ცენტრი უკანასკნელი წლების განმავლობაში ცდილობდა საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლების სისტემატიურ ინფორმირებას საქართველოში მოსალოდნელი ძალადობის ესკალაციის და საომარი მოქმედებების შესაძლო დაწყების შესახებ. ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, ქვეყნის მილიტარიზაცია, ომის პროპაგანდა, კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევა, ტოტალური განუკითხაობა და სამოქალაქო ინსტიტუტების მიზანმიმართული დაკნინება ქმნიდა სერიოზულ საფუძველს ქვეყანაში არაპროგნოზირებადი მდგომარეობის შესაქმნელად, რითაც გარეშე ძალები ისარგებლებდნენ.
დაწვრილებით


20 მაი. '08


ნონა სუვარიანი, თბილისი

უსთავის ერთ-ერთ სკოლაში თითქმის ერთი წელია აფხაზური ენა ისმის. სკოლა-კოლეჯი „ლამპარი“ იმით არის გამორჩეული, რომ 2007 წლიდან იქ აფხაზური ენის კაბინეტი ფუნქციონირებს და ბავშვებს აფხაზურის შესწავლის შესაძლებლობა აქვთ. 15 მაისს სკოლის ეზოში, საქართველოში პირველად, ომში დაღუპული ქართველებისა და აფხაზების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი „შერიგება“ გაიხსნა.
დაწვრილებით


8 მაი. '08


ნონა სუვარიანი, თბილისი


 „ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები“ - ასე ჟღერს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კამპანია „ბოდიშის“ მთავარი მესიჯი. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში 18 აპრილს გალერეა „კოპალაში“ ქართულ-აფხაზური გაზეთისა და ვებსაიტის პრეზენტაცია გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციის შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა, გამოხმაურება დიდი იყო.

ცენტრის მიერ გაშვებული საიტი www.apsni.org ოთხენოვანია (აფხაზური, ქართული, რუსული და ინგლისური), ხოლო გაზეთი ორ (ქართულ და აფხაზურ) ენაზე გამოვიდა.
 
დაწვრილებით


11 იან. '08


ნონა სუვარიანი, თბილისი

11 იანვარს „ადამიანის უფლებათ ცენტრმა“ აფხაზ მოსახლეობას ახალ წელი მიულოცა. ამაში ცენტრს საზოგადოებრივი მოღვაწეები დაეხმარნენ, რომლებმაც მისალოცი ბარათები და საჩუქრები მოამზადეს. ბარათები და საჩუქრები  აფხაზეთში გაიგზავნა...
დაწვრილებით


4 დეკ. '07


,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კაბუს ახალი კლიპის მაუწყებლობის შეჩერებას ითხოვს. ცენტრის აზრით კლიპში გამოყენებული სიტყვები: ,,ჩვენ დავამარცხებთ აფხაზს, ჩვენ დავამარცხებთ რუსს“ ომის გაჩაღების მცდელობაა და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
დაწვრილებით


27 სექ. '07



 თეა თოფურია, თბილისი

 სიტყვის აქცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ექვს ქალაქში ჩაატარა. ,,რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ”, ანუ იმ დღის შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო, ამ კითხვამ შემოირა თბილისი, გურჯაანი, გორი, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი. აღმოჩნდა, რომ ქართველებს სათქმელი ბევრი აქვთ, ძირითადად კი ერთი და იგივე:   
დაწვრილებით


21 სექ. '07


21 სექტემბერს გურჯაანიდან დაწყებული ,,სიტყვის აქცია“ 27-ში ზუგდიდში დასრულდა. ზუგდიდის რაიონში მოქმედებს ორი სკოლა, რომელიც აფხაზეთის განათლების სამინისტოს ეკუთვნის და მასში უმეტესად დევნილი ბავშვები სწავლობენ. ამ სკოლის მოსწავლეებმა აფხაზებს თავიანთი გზავნილები დაუწერეს:
ჰაინიპ – შევრიგდეთ...
დაწვრილებით


7 ივნ. '07


გულო კოხოძე, ახალციხე
 
 ,,ბოდიშის” კამპანიამ ანუ მიმართვა აფხაზი ხალხისადმი,  რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო გამოძახილი ახალციხის რაიონშიც პოვა. ,,ბოდიშის” კამპანიაზე ამჯერად რეგიონალური მედიისა და  ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ.
დაწვრილებით


30 მაი. '07


ნინო თარხნიშვილი

მიმართვა აფხაზი ხალხისადმი - „ბოდიში“, ასე ეწოდება იმ კამპანიას, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმდინარე წლის 14 მარტს დაიწყო და რომელსაც დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დისკუსია მიეძღვნა. დიასკუსიას სტუდენტები და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაწვრილებით


7 მაი. '07


შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

„ბოდიშის“ კამპანია - მიმართვა აფხაზ ხალხს, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაახლოებით სამი თვის წინ წამოიწყო, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ქუთაისის მოსახლეობის მნიშვბელოვანი ნაწილი მიესალმა ამ ინიციატივას და ერთი აზრის ირგვლივ გაერთიანდა - „ბოდიში ყოველთვის ამართლებს.“ 
დაწვრილებით


1 [2] 3